ამერიკული საფონდო ინდექსები წლიურ მინიმუმამდე დაეცა

ამერიკული საფონდო ინდექსები Standard & Poor's 500, Dow Jones Industrial Average და NASDAQ წლიურ მინიმუმდე დაეცა.

პარასკევის ვაჭრობის დროს Dow Jones-ის ინდექსი 2,39%-ით, Standard & Poor’s 500-ის -2,5%-ით, NASDAQ-ის კი 2,74 %-ით შემცირდა.

ამერიკული ინდექსების დაცემა ნავთობის ფასის მკვეთრ შემცირებასა და ჩინურ ბაზარზე შექმნილ არასტაბილურობას უკავშირდება.

ICE-ის ლონდონის ბირჟაზე, გუშინდელ სესიაზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 6,6%-ით დაეცა და 28,9 აშშ დოლარი შეადგინა. WTI მარკის ამერიკული ნავთობი კი 6,8%-ით გაიაფდა. ერთი ბარელის ღირებულებამ 29,2 აშშ დოლარი შეადგინა.

მკვეთრი დაცემა გუშინ რუსულ ბაზარზეც დაფიქსირდა. ММВБ - 4,3%-ით, РТС კი 5,7%-ით შემცირდა.