ათათურქის აეროპორტი ყველაზე დატვირთული აეროპორტების რეიტინგში დაწინაურდა

სტამბოლში მდებარე ათათურქის აეროპორტი ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტების რეიტინგში დაწინაურდა.2015 წლის მონაცემებით, მან მაინის ფრანკფურტის აეროპორტს გაუსწრო და მეამე ადგილი დაიკავა. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ათათურქის აეროპორტმა 2014 წელთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტი მგზავრი მიიღო, რამაც საერთო ჯამში, 61.32 მილიონი ადამიანი შეადგინა.

ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტების რეინტიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, მეორე ადგილზე კი კვლავ პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტია. ათეულში ასევე მოხვდა ამსტერდამის, მადრიდის, მიუნხენის, ლონდონის გატვიკის, რომის ფიუმიჩინოს და ბარსელონას აეროპორტები.