გიორგი კვირიკაშვილი გუბერნატორებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გუბერნატორებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა უკვე 2 საათია მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე გუბერნატორებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი რეგიონების საინვესტიციო პოტენციალი და მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.