აზერბაიჯანული მანათი კიდევ გაუფასურდა

აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდა. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ორშაბათს ერთი აშშ დოლარი 1,5870 მანათი ეღირება. ეს იმას ნიშნავს, რომ დოლართან მიმართებაში მანათი კიდევ 1,044 პროცენტით გაუფასურდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანული მანათის გაუფასურება ნავთობზე ფასების დაცემამ გამოიწვია. ვინაიდან ქვეყანა შემოსავლის დიდ ნაწილს სწორედ ნავთობისა და გაზის ექსპორტით იღებს.