თურქმენეთში სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა

თურქმენეთში 14 იანვრიდან სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა.სიგარეტის რეალიზაციის აკრძალვამდე ქვეყნის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა მთავრობის სხდომაზე გააკრიტიკა სახელმწიფოს თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია და ხელისუფლებას ეფექტური ზომების გატარება დაავალა. ასევე, მოქალაქეებს მავნე ჩვევის გადაგდებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის განცხადების შემდეგ სიგარეტის რეალიზაცია თურქმენეთში მთლიანად აიკრძალა.

BBC.com-ის ინფორმაციით, ქვეყნის მაშტაბით რეიდები ტარდება და მაღაზიებს, სადაც კანონის გვერდის ავლით გაიყიდება თამბაქოს ნაწარმი, დაახლოებით 2 000 დოლარის რაოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ. ამასთან, ქვეყანაში უკვე გაჩნდა სიგარეტის შავი ბაზარი, სადაც ფასები 12 დოლარს აჭარბებს. თურქმენეთი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციაზეა მიერთებული.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხშირად უსვამს ხაზს, რომ სიგარეტზე ფასების გაზრდა ეფექტურია სიგარეტის მოხმარების შესამცირებლად და ამცირებს კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

2004 წელს პატარა სახელმწიფო სამხრეთ აზიაში ბჰუტანის სამეფო, გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც თამბაქოს გაყიდვა აკრძალა, თუმცა ამან ინდოეთიდან კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემოტანას გაუხსნა გზა.

წყარო: AMBEBI.GE