ჯორჯ სოროსი 2008 წლის მსოფლიო კრიზისის განმეორებას არ გამორიცხავს

ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის განმეორებას არ გამორიცხავს.

სოროსის აზრით, ახალი კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს ჩინეთის მცდელობამ, იპოვოს განვითარების ახალი მოდელი.

„იუანის დევალვაციას მთელი მსოფლიოსთვის მოაქვს პრობლემები. განვითარებადი მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა დადებით საპროცენტო განაკვეთთან დაბრუნება“, - განაცხადა სოროსმა და დასძინა, რომ დღეს არსებული მდგომარეობა 2008 წლის მსოფლიო კრიზისს აგონებს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ჯორჯ სოროსი 2008 წლის კრიზისის განმეორებას ადრეც ვარაუდობდა. 2011 წელს ამერიკელმა მილიარდერმა განაცხადა, რომ ევროპის საგარეო კრიზისი, რომელიც საბერძნეთის ვალების გამო დაიწყო, კიდევ უფრო სერიოზული იყო, ვიდრე 2008 წელს შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარება.

„ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, ჯორჯ სოროსის ქონება 24,2 მილიარდი დოლარია.