2015 წელს ყველაზე მეტი ალბომი ადელმა გაყიდა

იმ დროს, როცა თავისუფალი ინტერნეტის პირობებში მსოფლიოს წამყვანი მომღერლების უმეტესობა მეკობრეობას ებრძვის და ალბომების გაყიდვების კატასტროფულად შემცირებას უჩივის,

ზოგიერთი მომღერალი მაინც ახერხებს მილიონობით ალბომის გაყიდვას. მათ შორის არის ბრიტანელი მომღერალი ადელი, რომელმაც ერთ თვეზე ოდნავ ნაკლებ დროში მოახერხა 15 მილიონამდე ალბომის გაყიდვა.

მომღერლის ალბომი სახელწოდებით ”25” გასული წლის 20 ნოემბერს გამოვიდა ბაზარზე. გამოსვლის დღიდან თითქმის ყოველ კვირა ალბომის მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყიდება. გარდა ამისა, წლის ორმოცი ყველაზე გაყიდვადი ალბომების ჩამონათვალში 37-ე ადგილზე მოხვდა ადელის ჯერკიდევ 2011 წელს გამოსული ალბომი ”21”, რომელიც 2015 წელს 889 000 ეგზეპლარად გაიყიდა და გაყიდვებით მადონას 2015 წელს გამოსულ ალბომს - Rebel Heart გადაასწრო, რომლის მხოლოდ 875 000 ერთეული გაიყიდა.

მსოფლიო მასშტაბით 2015 წლის ალბომების გაყიდვების ტოპ-10 ასე გამოიყურება

01 ადელი - „25“ - 14.970.000

02. ტეილორ სვიფტი - „1989“ - 4.383.000

03. ედ შერინი - X - 4.248.000

04. სემ სმიტი - In The Lonely Hour- 3.388.000

05. ჯასტინ ბიბერი - Purpose - 2.961.000

06. Soundtrack - Fifty Shades Of Grey- 1.994.000

07. მეგან ტრეინორი - Title 1.862.000

08. Coldplay - A Head Full Of Dreams - 1.813.000

09. One Direction - Made In The A.M.- 1.792.000

10. The Weeknd - Beauty Behind The Madness - 1.541.000

კოკა კვირკველია