ტაივანში ბროლის ფეხსაცმლის ფორმის ეკლესია ააგეს

ტაივანის ჩრდილო-დასავლეთით ბროლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ფორმის ეკლესია ააშენეს.

320 პანელისგან შემდგარი ლურჯი მინის შენობა 16 მეტრი სიმაღლისაა.

ეკლესიის ასაშენებლად 23 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ბროლის ფეხსაცმლის ფორმის ეკლესიის მშენებლობა გასული წლის ივნისში ტაივანის ლანდშაფტის პარკის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიწყო. სწორედ ამ პარკშია განთავსებული ეკლესია, რომელიც ახალგაზრდა გოგონას, ვონგის ხსოვნას მიუძღვნეს. მძიმედ ავადმყოფობის გამო ახალგაზრდა გოგონას ორივე ფეხი მოკვეთეს, რის გამოც მისი ქორწინება ჩაიშალა, გოგონამ კი დარჩენილი ცხოვრება ეკლესიაში გაატარა.

თანამედროვე არქიტექტურის ეკლესიაში რელიგიური მსახურება არ გაიმართება. ეკლესია მხოლოდ საქორწილო ცერემონიებს და ტურისტებს მოემსახურება.

ეკლესია ოფიციალურად 8 თებერვალს, ჩინური კალენდრით ახალი წლის დღეს გაიხსნება.