ბუნებრივი რეკლამა ნაკლებად მომაბეზრებელია

მულტიმედიაპლატფორმა Trusted Media Brand-ისა და კვლევითი ცენტრ Advertiser Perseptions-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,

მომხმარებლისთვის ბუნებრივი რეკლამა ნაკლებად მომაბეზრებელია, ვიდრე რეკლამის სხვა სახეობა.

კვლევის ფარგლებში ავტორებმა მობილური რეკლამის ანგარიში და 2016 წელს აშშ-ის რეკლამის ბაზრის პერსპექტივები წარმოადგინეს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44%-მა აღნიშნა, რომ ბუნებრივი რეკლამა ნაკლებად მომაბეზრებელია, 32% მიიჩნევს, რომ ბუნებრივი რეკალმა ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობის ამაღლებას, 31%-ის აზრით კი, ბუნებრივი რეკლამა ინტერაქტიურია.

კვლევა ასევე შეეხეო მობილურ ვიდეორეკლამას. გამოკითხულთა 47%-მა ვიდეორეკლამის მთავარ უპირატესობად ბრენდების ცნობადობის ამაღლება დაასახელეს, 34% ვიდეორეკლამას ინტერაქტიურად მიიჩნევს, 15%-ისთვის კი ვიდეორეკლამა მომაბეზრებელი არ არის.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% 2016 წელს ვიდეორეკლამას გამოიყენებს, 45% კი ბუნებრივ და ბანერულ რეკლამას მიანიჭებს უპირატესობას.

Trusted Media Brand-ისა და Advertiser Perseptions-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 300-მდე სარეკლამო სააგენტომ და რეკლამისდამკვეთმა მიიღო მონაწილეობა.