სომხეთი რუსეთს ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებას სთხოვს

სომხეთმა რუსეთს გაზის საფასურის შემცირების მოთხოვნით მიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. ერევანში, სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის გამართულ შეხვედრაზე სომხეთის პრემიერმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობიდან გამომდინარე, ერევნის მიმართვაზე, ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, მოსკოვისგან დადებითი პასუხს მიიღებს.

როგორც სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანთან შეხვედრისას მეწარმეებმა შეშფოთება გამოთქვეს, ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირების გამო, რომელიც გამოწვეულია ენერგოპროდუქტებზე გაზრდილი გადასახადებით. გაზრდილი გადასახადები კი, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის არსებულ სამუშაო ადგილებს.