ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ შეხვედრებს დაესწრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ შეხვედრებს დაესწრო. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველია. 2015 წლის 29 ივნისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტს, ხოლო 24 აგვისტოს საქართველომ ბანკის მთავარ მომლაპარაკებელთა შეხვედრას უმასპინძლა. საქართველო ბანკის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სადამფუძნებლო დოკუმენტების რატიფიცირება მოახდინა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ბანკის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პირველი პროექტი საქართველოში განხორციელდება. ბანკი მოწოდებულია რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საინვესტიციო პროექტები განახორციელოს.