დეკლარირების წესის დარღვევის გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეს ჯარიმა დაეკისრა

დეკლარირების წესის დარღვევის გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეს ჯარიმა დაეკისრა. "საბაჟო გამშვები პუნქტის, "ლაგოდეხის" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ე.-ს კუთვნილი ხელჩანთის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები და ბიჟუტერია აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3958,89 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3958.89 ლარის ოდენობით", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.