საქართველოში დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის შემოტანის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე, იეგანა გასიმოვა დააკავა. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 17 იანვარს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის" გავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან ბრალდებულმა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოში დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები შემოიტანა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.