"ჯეოსელმა" 2016 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა

"ჯეოსელი" 2016 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებულ ტენდერში ერთ-ერთ გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ჯეოსელმა" სატენდერო დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2016 წელსაც კვლავ მოიპოვა უფლება, ფიჭური სატელეფონო მომსახურება გაუწიოს სამთავრობო სტრუქტურებს. როგორც "ჯეოსელში" აღნიშნავენ, კომპანიამ სამინისტროების და მათთან დაკავშირებული უწყებების, ასევე სხვა ორგანიზაციების თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს წელსაც შესთავაზა ყველაზე ხელსაყრელი და მომხმარებელზე მორგებული პირობები.

"როგორც მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული კომპანია, "ჯეოსელი" კვლავაც მზადაა უზრუნველყოს მაღალი დონის მომსახურება, რაც გულისხმობს უფრო მრავალფეროვანი პაკეტების შეთავაზებას," - აცხადებენ "ჯეოსელში". 2016 წლის განმავლობაში კომპანია განაგრძობს სხვადასხვა გლობალურ ტექნოლოგიურ ბრენდებთან თანამშრომლობით, უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე დამყარებულ, კიდევ უფრო მრავალფუნქციური მომსახურების პორტფოლიოს შეთავაზებას.