ჩინეთის არასტაბილურმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ მსოფლიო ბაზარზე პანიკა გამოიწვია

ბოლო 25 წლის განმავლობაში, ჩინეთში ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა. როგორც ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო იტყობინება, 2015 წელს ამ ნიშნულმა 6,9% შეადგინა. ხელისუფლების პროგნოზით, მშპ-ს ზრდა 7%-ს შეადგენდა.

"ბიბისი" წერს, რომ შარშან ჩინეთის საერთაშორისო რეზერვები რეკორდული 512,6 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა და 3,33 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთში არასტაბილურმა ეკონომიკურმა ვითარებამ, რომელიც ენერგორესურსების უმსხვილესი მომხმარებელია, მსოფლიო ბაზარზე პანიკა გამოიწვია.