ოლანდი - საფრანგეთში საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობაა

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, მთავრობა 2 მილიარდ ევროს გამოყოფს ქვეყანაში შექმნილი უმუშევრობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„საფრანგეთის ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობაშია. დროა, გადავხედოთ ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ მოდელს“, - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა. 

„ბიბისის“ ინფორმაციით, ორწლიანი გეგმის თანახმად, კომპანიები, რომელსაც 250-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ, სუბსიდიებს მიიღებენ, თუ ახალგაზრდა და უმუშევარ ადამიანს ექვსი თვით მაინც დაასაქმებენ.

საფრანგეთში უმუშევრობის დონემ 10,6%-ს მიაღწია, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 4,2%-ია, ევროკავშირში კი საშუალოდ - 9,8%.