ნუკრი ქანთარია – მოვიდეს გიორგი ქადაგიძე და ანგარიში ჩააბაროს, რა პრობლემაა

თუ გიორგი ქადაგაძეს აქვს სურვილი, რომ მოვიდეს პარლამენტში და ანგარიში ჩააბაროს, პარლამენტი ამის დროს გამონახავს , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი ქადაგიძის მიმართ იყო გარკვეული კითხვები და წასვლის დროს ცუდი არ იქნება მისი ანგარიშის მოსმენა.

"გიორგი ქადაგიძე დროის ამბავია, მოასწრებს თუ არა პარლამენტში წარდგენას. თუ მას აქვს სურვილი, რომ მოვიდეს და პარლამენტს ჩააბაროს ანგარიში, ჩვენ გამოვნახავთ ამის დროს. ეს არ არის ის თემა, რომელზეც ჩვენ გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია უნდა შევქმნათ. მოვიდეს კაცი და ჩააბაროს ანგარიში, რა პრობლემაა, თუ ამის ორმხრივი სურვილი იქნება. გიორგი ქადაგაძის მიმართ იყო გარკვეუული კითხვები, პრეტენზიები და წასვლის დროს ცუდი არ იქნება, თუ საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებს", - განაცხადა ქანთარიამ.