ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ღამის დებატებს - "დემოკრატიის ძიებაში" გამართავს

სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრი (CDDRL), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) ერთად, დღეს ღამის დებატებს "დემოკრატიის ძიებაში" გამართავს. ღამის დებატებში მონაწილოებას მიიღებენ სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ფრენსის ფუკუიამა და ქეთრინ სტონერი; ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან - ალან ტრაგერი, მაკკეინის ინსტიტუტიდან - დევიდ კრამერი, ასევე, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინერი. ღამის დებატები "დემოკრატიის ძიებაში" თბილისში გუშინ გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ.