JP Morgan Chase-მა ნავთობის ფასების პროგნოზი გააუარესა

ამერიკულმა ბანკმა JP Morgan Chase-მა 2016 წელს ნავთობზე მოსალოდნელი ფასების წინა პროგნოზი მკვეთრად გააუარესა.

ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2016 წელს „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 31,25 დოლარი იქნება. JP Morgan-ის წინა პროგნოზის თანახმად, „ბრენტის“ მარკის ფასი ბარელზე 51,50 დოლარი უნდა ყოფილიყო.

ამერიკულმა ბანკმა ასევე შეამცირა ფასები აშშ-ის ნედლ ნავთობზე. JP Morgan-ის ვარაუდით, მიმდინარე წელს ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 31,50 დოლარი იქნება, მანამდე ნავარაუდევი იყო 48,88 დოლარი.

ბანკის ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობზე დაბალი ფასები „შავი ოქროს“ გადაჭარბებულ მიწოდებას მოჰყვება. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს ირანისთვის სანქციების მოხსნაც, რომელიც ნავთობის ექსპორტის გაზრდას აპირებს. ნავთობზე ფასების ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად JP Morgan ჩინეთის ეკონომიკის შენელებასაც ასახელებს.

JP Morgan-ის პროგნოზი ყველაზე უარესია წამყვან ამერიკულ ბანკებს შორის. ცოტა ხნის წინ Goldman Sachs-მა ნავთობზე ფასების ვარდნა ბარელზე 40 დოლარამდე იწინასწარმეტყველა, Morgan Stanley-ს პროგნოზით კი მიმდინარე წელს ნედლ ნავთობზე ფასი ბარელზე 47,50 დოლარზე გაჩერდება.

bpn