"ტვიტერის" მიკრობლოგების სერვისი გაურკვეველი მიზეზის გამო გაითიშა

"ტვიტერის" მიკრობლოგების სერვისი გაურკვეველი მიზეზის გამო გაითიშა. როგორც "ბიბისი" წერს, პრობლემები მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეექმნა. "ტვიტერის" ვებგვერდზე შესვლისას ჩნდება განცხადება, რომ სერვისს ტექნიკური სახის პრობლემები აქვს. კომპანიას სერვისის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

"ტვიტერის" სოციალური ქსელი 2006 წლიდან მუშაობს და მსოფლიოში მიკრობლოგების უმსხვილეს სერვისად მიიჩნევა. "ტვიტერს" მსოფლიო მასშტაბით 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.