გერმანიის ტრანსპორტის მინისტრი - გერმანია საზღვრების დახურვისთვის უნდა მოემზადოს

გერმანია საზღვრების დახურვისთვის უნდა მოემზადოს. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ასეთი განცხადება გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა გამოცემა Müncher Merkur-თან ინტერვიუში გააკეთა. მან ასევე მოუწოდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, შეცვალოს მიგრაციული პოლიტიკა. "უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ საზღვრების დახურვას ვერ ავცდებით", - განაცხადა მინისტრმა. ის არ დაეთანხმა ანგელა მერკელის მოსაზრებას, რომ საზღვრების დახურვა ევროპისთვის სახიფათოა.

"იმის მტკიცება, რომ საზღვრების დახურვა ევროკავშირის კრახს გამოიწვევს, არასწორია. პირიქით, თუ საზღვრებს ღიას დავტოვებთ და ასე გავაგრძელებთ, ევროპა დაიჩოქებს", - განაცხადა ალექსანდრ დობრინდტმა.