ევროპარლამენტი დღეს საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA -ს შესახებ იმსჯელებს

ევროპარლამენტი დღეს საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმებებზე იმსჯელებს. ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია აღნიშნული. ოფიციალური ინფორმაციით, ევროპელი დეპუტატები დებატებს ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებთან და შეთანხმებებთან დაკავშირებით გამართავენ. დისკუსია სტრასბურგში მოლდოვასა და უკრაიანასაც შეეხება.

21 იანვარს კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციას უყრიან კენჭს. ევროპარლამენტში პლენარული სესიები 21 იანვრამდე გაგრძელდება.