კახა კალაძე - საქართველო არც მხოლოდ "გაზპრომზეა" დამოკიდებული, არც მხოლოდ "სოკარზე"

ჩვენ ვიმყოფებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში, საქართველო არც მხოლოდ "გაზპრომზეა" დამოკიდებული, არც მხოლოდ "სოკარზე", - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. "ერთ-ერთი ექსპერტის მხრიდან მოვისმინე შეფასება, რომ თურმე დივერსიფიკაცია ჩანაცვლებას ნიშნავს, ეს რაღაც სიახლეა ჩემთვის. პირველად მესმის ასეთი რამ. დივრესიფიკაცა ჩანაცვლებას არ ნიშნავს. ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ცდილობს, რომ ერთ ენერგომომწოდებელზე არ იყოს დამოკიდებული და ერთ ქვეყანაზე. ჩვენ ვიმყოფებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში. საქართველო არც მხოლოდ "გაზპრომზეა" დამოკიდებული, არც მხოლოდ "სოკარზე" და ჩვენ გვაქვს კიდევ მესამე შესაძლებლობა, ეს არის შაჰდენიზის კონსორციუმიდან მიღებული ბუნებრივი აირი, რომლის მოცულობაში არის დაახლოებით 800 მილიონი კუბური მეტრი. ეს არის სახელმწიფოს საკუთარი ბუნებრივი აირი. ამ მდგომარეობით, მე ვფიქრობ, საქართველო არის პრიორიტეტულ მდგომარეობაში", - აღნიშნა კახა კალაძემ.