თბილისში 3-9 მარტს მსოფლიოს ნომერ პირველი პოკერის ტურნირი WSOP გაიმართება

მსოფლიოს ნომერ პირველი პოკერის ტურნირი WSOP აღმოსავლეთ ევროპაში პირველად სწორედ საქართველოში, თბილისში ჩატარდება.პოკერის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სპორტის სასახლეში 3 მარტს აიღებს სტარტს და 9 მარტს დასრულდება. ონლაინ-სატელიტები adjarabet.com-ზე უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირი შეერთებული შტატების შემდეგ, ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ მაროკოსა და იტალიაში ჩატარდა. ახლა კი მსოფლიო მნიშვნელობის ეს ტურნირი უკვე ჩვენს ქვეყანაშიც ტარდება. ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება საქართველოში adjarabet.com-ისა და მსოფლიოს ნომერ პირველი პოკერის ჩემპიონატის WSOP-ის პარტნიორობამ განაპირობა. მათ შორის პარტნიორობის შესახებ ეს ისტორიული ხელშეკრულება 2015 წლიდან გაფორმდა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 700 000 ამერიკული დოლარია: "ეს არის ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდი რაც კი აქამდე ამ ტურნირზე გათამაშებულა. გარდა ამისა თამაშდება 7 ტურნირის WSOP Circuit ბეჭედი, რომლის მფლობელებიც სამუდამოდ ჩაიწერებიან მსოფლიო პოკერის ისტორიაში. ტურნირის ორი მთავარი გამარჯვებულისთვის კი adjarabet.com -ისგან უპრეცედენტო საჩუქარია -ისინი გაემგზავრებიან ამერიკაში WSOP Global Casino Championship -ზე და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. ამ ტურნირზე მოხვედრა მხოლოდ და მხოლოდ WSOP-ის გავლით არის შესაძლებელი" - აცხადებენ adjarabet.com -ის წარმომადგენლები.

სპეციალურად თბილისში დაგეგმილი ჩემპიონატისთვის საქართველოს პოკერის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ჯონათან დუჰამელი ეწვევა. დუჰამელი მსოფლიოს საუკეთესო სამ პოკერის მოთამაშეს შორის შედის. საქართველოს ასევე ეწვევა ამ ტურნირების ცნობილი ექსპერტი და კომენტატორი.

2016 წლიდან adjarabet.com და WSOP როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში არაერთ ტურნირს გამართავს. პოკერის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ წამყვან მსოფლიო ტურნირებში, ითამაშონ WSOP-ის სატელიტები და გავიდნენ მსოფლიო არენაზე.

The World Series of Poker (WSOP) მსოფლიო მსოფლიო ჩემპიონატი პოკერში - პოკერის ინდუსტრიაში ყველაზე ცნობად ბრენდს წარმოადგენს. პოკერის ყველა მოთამაშის ოცნებაა, მოხვდეს ლას ვეგასში და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირების სერიაში მიიღოს მონაწილეობა.

WSOP მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებს გასვლითი ტურნირების სერიებს WSOP Circuit სახელწოდებით. ტურნირების სერია WSOP Circuit არის ჩემპიონატი პოკერში, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში WSOP ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდებოდა. 2014/2015 წლის სეზონმა კი აშშ-ს ფარგლებს გარეთ გადმოინაცვლა. 2015 წლის დასაწყისში, აშშ-ს გარეთ პირველი ტურნირი მაროკოში ჩატარდა.

adjarabet.com ორგანიზებით, პირველად, 2016 წლის 3-9 მარტში WSOP Circuit თბილისში გაიმართება. თბილისის WSOP Circuit საქართველოსთვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ისტორიულ ღონისძიებას წარმოადგენს.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE