ინიციატივების გაცვლა პრემიერსა და ბიზნესს შორის - რა საკითხები განიხილეს კვირიკაშვილისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე?

საგადასახადო რეფორმა, მთავრობის მუშაობის გამჭვირვალობა, რეგიონების განვითარება და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა - გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე მთავრობის ახალ ინიციატივებზე ისაუბრა.

პრემიერის მიერ დაანონსებული ინიციატივები ბიზნესსექტორის მისაღებია. თუმცა დაგეგმილ რეფორმებზე არანაკლებ საინტერესო ბიზნესისთვის თავად პრემიერ-მინისტრთან ახალ ფორმატში კომუნიკაციის შესაძლებლობა აღმოჩნდა. კვირიკაშვილს ასოციაციების ხელმძღვანელებმა კონკრეტული ინიციატივებიც წარუდგინეს და სხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება შესთავაზეს.

ბიზნესმენების ნაწილმა კი ახალ პრემიერთან პირველი კომუნიკაცია პრობლემებზე სასაუბროდ და მწვავე საკითხების განსახილველად გამოიყენა. ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარიაც ესწრებოდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე