ბრენდირებული სიზმრები - რეკლამის მომავალი  (ვიდეო)

„საკითხავი ის კი არ არის, რამდენ რეკლამას ვნახულობთ. სინამდვილეში საკითხავი ის არის, რა უნდა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეკლამები აღარ ვნახოთ. პასუხი მარტივია: უნდა დავიძინოთ“, - ჯეიმს ბი ტვიჩელი.

სხვადასხვა ბრენდის პროდუქციისა და მომსახურების შესახებ რეკლამას ყოველდღიურად ნებით თუ უნებლიედ, თითქმის ყველგან ვაწყდებით. რეკლამა ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. იმ დროს, როცა ადამიანთა გარკვეული ნაწილი რეკლამისთვის თავისა და თვალის არიდებას ცდილობს, რეკლამის შემქმნელები ცდილობენ, ახალი გზები იპოვონ სათქმელის მომხმარებლამდე მისატანად. სიზმარი ერთადერთ გზად რჩება, როცა მომხმარებელს თავი „რეკლამისგან დაცულად“ გრძნობს.

ჰოლანდიური სტუდია Studio Smack თავისი ახალი ვიდეორგოლით მომხმარებელს არწმუნებს, რომ სულ მალე რეკლამა ჩვენს სიზმრებშიც შემოიჭრება და რა თქმა უნდა, პირველი "კოკა-კოლა" იქნება.