საპარტნიორო ფონდი RIXOS BORJOMI-ს განვითარების გეგმას RIXOS -ის ვიცე-პრეზიდენტთან განიხილავს

საპარტნიორო ფონდს დღეს RIXOS-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვია. ელრკან ილდირიმი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პროექტებს კურირებს. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, RIXOS-ის ვიცე-პრეზიდენტმა საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ლიკანში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო RIXOS BORJOMI-ის განვითარების გეგმა წარუდგინა. პროექტი სასტუმრო RIXOS BORJOMI-ის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას ისახავს მიზნად.

RIXOS BORJOM-ი საქართველოში, თბილისისა და ბათუმის შემდეგ რეგიონში რიგით მეორე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. მაღალი კლასის სასტუმრო 2015 წლის იანვარში გაიხსნა და დღეს სრული დატვირთვით მუშაობს. ქართულ ყაზახური პროექტის საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ დოლარამდეა.