ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მოძრაობა აღდგა

ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მოძრაობა აღდგა. როგორც რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტის" ჩრდილო ოსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს მთავარ სამმართველოში განუცხადეს, ამ დროისთვის ზვავის ჩამოწოლის საშიშროება არ არსებობს. ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა სამშაბათს საღამოს აიკრძალა. გუშინ მაგისტრალზე რამდენიმე ზვავი ჩამოწვა.