Bing-ის მთავარ გვერდზე დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსის ფოტო განთავსდა

კორპორაცია Microsoft-ის საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე ფონად გუშინ დავითგარეჯას ფოტო განთავსდა, წარწერით - „დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი, კახეთი, საქართველო“. ფოტო ვიქტორ ბუბნიაკის მიერ არის გადაღებული.

Bing-ის მთავარ გვერდზე ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საუკეთესო ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ნამუშევრები ჩნდება.

Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing 2009 წელს შექმნა. ის Google-ის მერე ყველაზე პოპულარული საძიებო საიტია მსოფლიოში. Bing-ს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა აქტიურად იყენებს.

იხილეთ ინგლისური ვერსია Georgian Journal-ზე