ჩინური კომპანია HQC-ის წარმომადგენლებმა აზოტის ქარხნის ხელმძღვანელობასთან და "საპარტნიორო ფონდთან" შეხვედრა გამართეს

ჩინური კომპანია HQC-ის წარმომადგენლებმა საქართველოში აზოტის ქარხნის ხელმძღვანელობასთან და "საპარტნიორო ფონდთან" შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ "საპარტნიორო ფონდში" აცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანია დაინტერესებულია საქართველოში თავისი საქმიანობა ქიმიური, ნავთობქიმიური და სასუქის გადამუშავების სფეროში განავითაროს და ამ კუთხით ინვესტიციები განახორციელოს. კომპანიის პრიორიტეტს მაღალტექნოლოგიური სისტემების მიწოდება წარმოადგენს. ეს ჩინური კომპანიის წარმომადგენლების მეორე ვიზიტია საქართველოში.

"კომპანია HQC "საპარტნიორო ფონდთან" ერთად კონკრეტულ პროექტებზე მსჯელობს და იმედოვნებს, რომ ფონდისგან მხარდაჭერას მიიღებს. კომპანია HQC-ი მსოფლიოს მასშტაბით 20 ქვეყანაში საქმიანობს, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, დასავლეთ ევროპაში, ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში", - აცხადებენ "საპარტნიორო ფონდში".