"ჯორჯიან მანგანეზი" მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით მზადაა დასაქმებულთა ყველა მოსაზრება მოისმინოს

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელობა მზადაა შეხვდეს და მოუსმინოს დასაქმებულებს. როგორც "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, კომპანია მზად არის გაიზიაროს ყველა რაციონალური შეხედულება. "თითოეული დასაქმებულის მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისათვის, შესაბამისად ვიმედოვნებთ ერთობლივი ძალისხმევით და თანადგომით შევძლებთ კრიზისული სიტუაციის დაძლევას", - აცხადებენ კომპანიაში.