"პირდაპირპროპორციული კავშირი ნავთობის ფასსა და რუსეთის აგრესიულ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას შორის"

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნავთობის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მამუკა კუდავას პოსტს:

"დიპლომატიის კლასიკა - პირდაპირპროპორციული კავშირი ნავთობის ფასსა და რუსეთის აგრესიულ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას შორის.

1975-85: 50-60$. საბჭოთა სამხედრო დახმარება ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში - კუბა, ნიკარაგუა, ანგოლა, ეთიოპია, კამბოჯა.

1979: 100$. შეჭრა ავღანეთში.

1985-1990: 30-40$. საბჭოთა ბლოკის დაშლა, საბჭოთა კავშირის დანგრევა, გამოსვლა აღმოსავლეთ ევროპიდან, ავღანეთიდან.

1991-99: 20-30$. საბჭოთა ჯარების გამოყვანა ბალტიის ქვეყნებიდან, სტამბულის შეთანხმება საქართველოდან და მოლდოვიდან ბაზების გაყვანის შესახებ.

2000-08 ივლისი: 40-143$. 1$ - 23 რუბლი. საქართველოს ოკუპაცია.

2009-14: 75-105$. ყირიმის ანექსია, შეჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში.

დღეს: 26$. 1$ - 85 რუბლი. ასეთი ფასის შენარჩუნების შემთხვევაში, პუტინის ძლიერების მითი საბოლოოდ დაიმსხვრევა, საქართველოს კი დასავლეთის დახმარებით შეეძლება საკუთარი ინტერესების უკეთ დაცვა აქტიური დიპლომატიის პირობებში", - წერს კუდავა.