კონიაკის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" ალკოჰოლური სასმელის უკანონო შემოტანის შემთხვევა გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა პუნქტის კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსულ ავტომანქანაში, რომელსაც რუსეთის მოქალაქე ი.კ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 12 ლიტრი კონიაკი HENNESSY XO აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.