დავოსში სამუშაო სადილი სახელწოდებით "შეხვდი ევროკომისიას" გაიმართა

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სამუშაო სადილი, სახელწოდებით "შეხვდი ევროკომისიას" გაიმართა. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, სამუშაო სადილის მონაწილეებმა ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. დაისახა ევროკავშირი სამომავლო სამოქმედო გეგმის პრიოტიტეტები. სადილს დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. სამუშაო სადილს ევროკომისრებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.