ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.49 ლარია

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.49 ლარია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები სწრაფად იცვლება. ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.495 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.415 ლარად.

"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.4900 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.4200 ლარად. "ბანკ რესპუბლიკაში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4910 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4080 ლარს მიიღებს. რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს", აქ 1 აშშ დოლარი 2.4850 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.4250 ლარად არის შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4445 ლარია. ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დადგინდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე