ქუთაისში საბავშვო ბაღების დაფინანსება 1 300 000 ლარით გაიზარდა

შეუძლებელია ქამრების იმაზე მეტად შემოჭერა, ვიდრე 2015 წელს ქუთაისის თვითმმართველობაში მოხდა ", - ასეთი შეფასება მისცა ქუთაისის მერმა ქალაქის თვითმმართველობაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ფაქტსა და მიღებულ ეკონომიებს. შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ გასულ წელს ტენდერებსა და ადმინისტაციულ ხარჯებზე დაზოგილი თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტში აისახა და სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილდება. სწორედ ამგვარი ეკონომიების ხარჯზე 2016 წელს საბავშვო ბაღების დაფინასება 300 000 ლარის ნაცვლად, 1 300 000 ლარით გაიზრდება. მერის განცხადებით, აღნიშნული თანხიდან სოლიდური ნაწილი ხელფასების მატებას მოხმარდება.

მერმა ბაღებში განვითარებულ მოვლენებსა და ერთდღიან გაფიცვაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბაღებში პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდა, მოწერიგდა ინფრასტრუქტურა, გაიზარდა კვება, დაემატა მეორე ცვლა, თუმცა ხელფასების პრობლემა ტექნიკურ პერსონალში დარჩა. მურღულიას განცხადებით, მოთხოვნა ხელფასების გაზრდაზე სამართლიანი იყო, ამიტომ აქციის დღეს შეხვდა თანამშრომლებს და მოისმინა მათი მოთხოვნა.