,,ენერგო-პრო"-ში აცხადებენ, რომ სოფელ დიღმის და ზაჰესის დასახლებისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა

დღეს, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფელ დიღომს, "ტოიოტას" ცენტრის მიმდებარე ტერიტორიას და ზაჰესის დასახლებას. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ მათ ქსელში ავარია არ მომხდარა და შესაბამისად, ელექტროენერგიის შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა. ამ დროისთვის აღნიშნულ დასახლებებს ელექტროენერგია მიეწოდება.