თამაზ მეჭიაური - ლარის გაუფასურებაზე მოქმედებს ის პანიკა, რომელიც მოსახლეობაშია

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ლარის კურსის დაცემას ნავთობის ფასის ვარდნას და პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურებას უკავშირებს. როგორც მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არა ეროვნულ ბანკთან ერთად მთავრობის ყოველდღიური კონტრზომები, ამ მხრივ მდგომარეობა უფრო უარესი იქნებოდა.

"ლარის კურსის ვარდნა, ძირითადად, გამოწვეულია ნავთობის ფასის დაცემისგან და ასევე პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრად გაუარესებიგან, რომელიც მომდინარეობს ისევ ნავთობის ფასის დაცემისგან. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან ლარის კურსი უფასურდება გაცილებით ნაკლებად, ვიდრე ჩვენს პარტნიორ და ახლო მდებარე ქვეყნებში. გაუფასურებაზე მოქმედებს ის პანიკაც, რომელიც მოსახლეობაშია. ამასთან, რომ არა თვითონ მთავრობის ყოველდღიური კონტრზომები ეროვნულ ბანკთან ერთად, შესაძლებელია უფრო უარესი მდგომარეობა იყოს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას კომუნიკაცია უკვე ჰქონდა ფინანსთა სამინისტროსთან, რის შემდეგაც კომუნიკაციას ასევე გამართავს ეროვნულ ბანკთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან.