კახა კალაძე - უახლოეს მომავალში "გაზპრომთან" ალბათ დავასრულებთ მოლაპარაკებებს და შესაბამის შედეგს მივაღწევთ

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომის" წარმომადგენლებთან ავსტრიაში გამართულ შეხვედრაზე საერთო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. თუმცა კალაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება.

"მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ქართულ მხარეს გვინდა მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით გაზის მოცულობების მიღების შემთხვევაში. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ალბათ დავასრულებთ მოლაპარაკებებს და შესაბამის შედეგს მივაღწევთ", - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღეს ენერგეტიკის სამინისტროში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ.