კახა კალაძე - რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მოხდა ლარის მცირედი გაუფასურება დოლართან მიმართებაში

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის აზრით, ლარის კურსის გაუფასურება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

"მე მგონია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მოხდა ლარის მცირედი გაუფასურება დოლართან მიმართებაში, თუნდაც აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ასევე, ნავთობის ფასის ვარდნა და ყოველივე ეს აისახა ლარის კურსზე", - განაცხადა კალაძემ. მინისტრი არ აკეთებს პროგნოზს, თუ როდის ელოდება ლარის კურსის დარეგულირებას და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ისაუბრებენ.