ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. "2016 წლის 22 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4705 შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.