კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარი 2.51 ლარი ღირს

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.51 ლარია.

უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული. ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.51 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.43 ლარად. "თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.5130 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.4370 ლარად. "ბანკ რესპუბლიკაში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5150 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4280 ლარს მიიღებს. რაც შეეხება "ქართუ ბანკს", აქ 1 აშშ დოლარი 2.4900 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.4400 ლარად არის შესაძლებელი. გუშინ საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა.