გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს სასტუმრო ქსელის განვითარებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების პაკეტის მომზადება დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინვესტორისთვის შეთავაზების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასტუმრო ქსელის განვითარებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების პაკეტის მომზადება დაავალა.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ კვირიკაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გუშინ განაცხადა.

"პრემიერი დავოსში შეხვდა მსხვილ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც, საქართველოში ინვესტირებით, მათ შორის, 3 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელის განვითარებით, არიან დაინტერესებულნი. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინვესტორისთვის შეთავაზების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასტუმრო ქსელის განვითარებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების პაკეტის მომზადება დაავალა", - განმარტავენ პრემიერის პრესსამსახურში.