"თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს

შპს "თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს."თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, თბილისსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, იწმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი. აღნიშნული პროცესი, ამ ეტაპზეც, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გვიან ღამითვე მოინახულა. ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. მოქმედებს შპს "თბილსერვის ჯგუფის" ცხელი ხაზიც: 2 61 90 50. შპს "თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.