ბილ გეითსი: „აშშ-მა უფრო მეტი ლტოლვილი უნდა მიიღოს“

მილიარდერი ფილანთროპი, ბილ გეითსი აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს შეიფაროს უფრო მეტი ლტოლვილი.ამის შესახებ მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მიჰყვეს გერმანიის და შვედეთის მაგალითს, რომლებმაც დიდი რაოდენობით მიგრანტი მიიღეს. თუმცა, როგორც ბილ გეითსი აღნიშნავს, ის კარგად აცნობიერებს, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობის შემსუბუქება „არ არის მარტივი“.

მიგრანტების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ევროპის საზღვრებს ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან ლტოლვილების დიდი ნაკადი მიადგა. თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაწილი სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან არიან, სადაც დაძაბული ვითარებაა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მსოფლიოში ლტოლვილთა რიცხვმა 244 მილიონს მიაღწია, მაშინ როდესაც 15 წლის წინ მათი რაოდენობა 41 პროცენტით ნაკლები იყო.