საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანისას სომხეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო წესების გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანისას სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ვაჰაგნ თადევოსიანი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოაწყო სპეციალური სამალავი და სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები უკანონოდ გადმოიტანა. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე