"ენერგო-პრო ჯორჯია" მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული

"ენერგო-პრო ჯორჯია" მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, უამინდობის მიუხედავად, დასავლეთ საქართველოში "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია მიეწოდება. კომპანიის ინფორმაციით, ყველა რაიონული ცენტრის ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება. გურიისა და აჭარის რეგიონების ნაწილში არის შეზღუდვები, თუმცა მასშტაბურ გათიშვას ადგილი არ აქვს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას უამინდობით გამოწვეული დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე განაგრძობს", - ნათქვამია განცხადებაში.