ბრიტანულმა კომპანია Skyscanner-მა 2016 წლის შედარებით იაფფასიანი ტურისტული მიმართულებები გამოაქვეყნა.
რეიტინგში საქართველოც მოხვდა. რეიტინგის ავტორთა თქმით, საქართველოში ორ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 70-80 დოლარად შეუძლია დაისვენოს.
ტურისტებისთვის იაფფასიანი ტურისტული მიმართულების რეიტინგში პირველ საფეხურებს ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები იკავებს. რეიტინგის თანახმად, მცირე ბიუჯეტის მქონე ტურისტები 2016 წელს ინდოეთს, ინდონეზიას, ნეპალსა და ვიეტნამს უნდა ესტუმრონ, სადაც ორ ადამიანს დღეში საშუალოდ 40-45 დოლარი დაეხარჯება ტრანსპორტზე, კვებასა და ღამისთევაზე.
დღეში ორ კაცზე 60 დოლარი დაგეხარჯებათ შრი-ლანკასა და ლაოსში, კამბოჯაში კი 70 დოლარი.
რეიტინგში ასევე მოხვდა ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, მონტენეგრო და უნგრეთი.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე