,,პრეზიდენტის’’ მიერ შეკვეთილი ისტორია იმიჯის ასამაღლებლად

სალომე მეცხვარიშვილის ბლოგი

,,არანაირი რეკლამა, მხოლოდ გულწრფელი ინტერესი. . . რაღაც განსხვავებული მინდა, განსაკუთრებული – თქვენი ხმა’’

სერიალები დიდად არ მიტაცებს, მაგრამ ზოგჯერ, განტვირთვისთვის, მაინც ვუყურებ ხოლმე. ,,House of card’’ (ბანქოს სახლი) საოცარი სერიალია. ამ პოსტის დაწერა სწორედ ამ სერიალის ერთ-ერთმა სერიამ შთამაგონა. როდესაც ამერიკის პრეზიდენტისა და მწერალ-ჟურნალისტის საინტერესო დიალოგს მოვუსმინე.

ეს არის პოლიტიკური დრამა კონგრესმენზე, ფრენსის ანდერვუდზე და მის ამბიციურ ცოლზე. სერიალი გაჟღენთილია სიხარბით, სიყვარულით, ღალატით, გაუმაძღარი კორუფციით, ჩახლართული ინტრიგებით. ანდერვუდი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ამ დროისთვის მისი იმიჯი შელახულია. ის იწყებს მუშაობას საკუთარი რეპუტაციის ასამაღლებლად და ხალხის ნდობის მოსაპოვებლად. ანდერვუდს სურს, რომ მასზე წიგნი დაიწეროს. თეთრ სახლში იბარებს მწერალ-ჟურნალისტს და უკვეთავს მას ,,კონტენტ მარკეტინგს’’ . ,,არანაირი რეკლამა, მხოლოდ გულწრფელი ინტერესი. . . რაღაც განსხვავებული მინდა, განსაკუთრებული – თქვენი ხმა’’, -ეუბნება ანდერვუდი მწერალს. მას სურს ემოციური ამბავი ფრენსის ანდერვუდზე.

მერე რა, რომ ისინი არ ყიდიან რაიმე პროდუქტს. ისინი მუშაობენ ქვეყნისა და ხალხისთვის, რომლებიც მათი ,,მომხმარებლები’’ არიან. მათთვის მნიშვნელოვანია ხალხის ყურადღების მიპყრობა და ნდობის მოპოვება. დიახ, სამთავრობო სტრუქტურებზე ვსაუბრობ. მათ უნდა შექმნან ღირებული, საჭირო კონტენტი საკუთარი მოქალაქეების ჩართულობისთვის. ამ კონტენტში არ ვგულისხმობ მოსაწყენ, ყოველდღიურ ნიუსებს. ამბავს სჭირდება ,,გადასხვაფერება’’. ნუ დაგვტვირთავთ თქვენს სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა სტატიებში იმის გამეორებით, თუ რა ინიციატივებით გამოხვედით, როდის და რა თემაზე ჩაატარეთ პრესკონფერენცია. ეს ნიუსის პრეროგატივაა, ამას ისედაც ყოველდღიურად ვისმენთ, ვუყურებთ და ვკითხულობთ სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში. თქვენგან გვჭირდება უფრო მეტი - მეტი ემოცია, მეტი ამბავი, მეტი ისტორია. სულ ცოტათი განსხვავებულად ფიქრი და საჭირო კონტენტიც შეიქმნება. ღირებული კონტენტი კი შეცვლის ხალხის დამოკიდებულებასა და ქცევას.

ავსტრალიელი ჟურნალისტი და მარკეტერი David Pembroke 2015 წლიდან ატარებს კონტენტ მარკეტინგის მასტერკლასებს სამთავრობო სტრუქტურებისთვის. გთავაზობთ მის რამდენიმე რჩევას.

5 ფაქტორი, რომელზეც უნდა ააგონ კონტენტ მარკეტინგი სამთავრობო სტრუქტურებმა

გადაასხვაფერე

როდესაც გსურთ მოქალაქეებს მიაწოდოთ მთავარი მესიჯი, იფიქრეთ შემოქმედებითად. მაგალითად, თუ თქვენ ხართ ტრანსპორტის რომელიმე სააგენტოს წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ, არ იქნებოდა საინტერესო გადაგეღოთ თქვენი სატვირთო ავტომობილისთვის ფოტო, აგეტვირთათ ფეისბუქზე, რომელსაც დაურთავდით მძღოლის ემოციურ ამბავს?! ან იქნებ ქალაქის მმართველობაში მუშაობთ? საინტერესო იქნება რომელიმე პარკში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის თბილი ისტორია, ემოციური ფოტოებით.

გაუსწარი სტატისტიკას

მოაყოლეთ სტატისტიკას რაიმე მნიშვნელოვანი, ემოციური ამბავი. იდეალური იქნება თუ ამ ამბავს მოყვება ვინმე საინტერესო, კრეატიულად მოაზროვნე. ეცადეთ მოძებნოთ არასტადარტული გზა ამბის თხრობისთვის.

გარისკე

ნუ დასჯერდებით სტანდარტულ ამბავს. გარისკეთ, შექმნათ თამამი ისტორიები. თუნდაც შემაშფოთებელი, მაგრამ განსხვავებული. ნურასდროს იტყვით: ,,რა კავშირშია ეს თემა ჩვენს სამსახურთან?’’. დაფიქრდით, შესაძლოა ყველაზე საინტერესოდ დალინკოთ ის თქვენს ამოცანებთან.

განაგრძეთ კითხვა