გურიაში 1800-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გურიაში 1800-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს წუხელ გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ გუნაცხადა. როგორც მან აღნიშნა, "ენერგო-პროჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მისივე ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოებიც. "მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკა, რომელიც თოვლისგან გზის გაწმენდით სამუშაოებს დილიდან განაახლებს", - განაცხადა გურიის გუბერნატორმა. გია სალუქვაძე, ოზურგეთის მერ ბეგლარ სიორიძესა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ანასეულის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.